ჩვენს შესახებ

კომპანია „ექსესერვისი“ ერთ-ერთი მოწინავეა იმ კომპანიებს შორის, რომლებიც შრომის უსაფრთხოების მომსახურების სფეროში აერთიანებს ლიცენზირებულ და იურიდიული განათლების მქონე კვალიფიციურ სპეციალისტებს ერთ სივრცეში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი კონტროლი. კომპანიას განსაზღვრული აქვს კონკრეტული მიმართულებები, რის მიხედვითაც ახორციელებს თავის საქმიანობას. ძირითად სეგმენტს წარმოადგენს ისეთი დაწესებულებები, როგორიცაა: ოფისი, სასტუმრო, რესტორანი, სტომატოლოგიური კლინიკა, სავაჭრო დაწესებულება, საგანმანათლებლო დაწესებულება, ღვინის ქარხანა და ლოჯისტიკა. კომპანია მზადაა, დამკვეთს შესთავაზოს მომსახურების სრული პაკეტი, რომელიც მოიცავს: შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, გეგმის, პროცედურისა და კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტური ნაწილის მომზადება/შემუშავებას, ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სისტემისა და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის დაცულობისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებების უზრუნველყოფას. თანამშრომლების ინსტრუქტაჟი/ტრეინინგი უსაფრთხოების ნორმებისა და მასთან დაკავშირებული შრომის უსაფრთხოების კონტროლის შემდგომი მექანიზმია, იმისათვის, რომ შრომა გახდეს მეტად დაცული და უსაფრთხო.